ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

14 აგვისტო 2022, 20:07 1562 ნახვა

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. თავდაპირველად წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა და მას ახლა სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გარდაცვლილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით,  დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. 

ქობულეთში, მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კამათი 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით,  კონფლიქტი  კლუბ ,,ჰავანაში“  დაიწყო, რომელიც მოგვიანებით მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. 

მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მოკლულის მობილური ტელეფონის მითვისებას ცდილობდა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მამაკაცი უგონო მდგომარეობაში,   სისხლის მასიური  დანაკარგით  შეიყვანეს.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში