30 წელი აფხაზეთის ომიდან

14 აგვისტო 2022, 20:04 696 ნახვა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ბატალიონი „თეთრი არწივი“ პირველი იყო, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდა. მოტივი რკინიგზის დაცვა და სახელმწიფო და კერძო ქონების ძარცვისთვის ხელისშეშლა იყო.

თამაზ იმნაიშვილი ბატალიონ „თეთრი არწივის“ შემადგენლობაში იყო და 30 წლის წინანდელ ამბავს დეტალურად იხსენებს. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.  ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია.

საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში