"დინამო" ბათუმმა გასვლაზე გორის "დილა" დაამარცხა

14 აგვისტო 2022, 22:58 1265 ნახვა

"დინამო" ბათუმმა საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრა გასვლაზე გორში მოიგო.

სეზონის განახლების შემდეგ ბათუმელებმა გასვლით შეხვედრაში "დილა" მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა.

პირველი ნახევარი უგოლო ფრედ 0-0 დასრულდა.
მეორე ნახევარიც სახიფათო ეპიზოდების გარეშე მიმდინარეობდა. 

81-ე წუთზე გორელთა მეკარის ცუდი გადაცემის შემდეგ მილან რადინმა ბურთი მეტოქის დაუცველ კარში დაარტყა და შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.

21 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი 50 ქულით ისევ პირველ ადგილზე იმყოფება.

მეორე პოზიციაზე კი 41 ქულით "დინამო" თბილისი არის .

შემდეგ ტურში 21 აგვისტოს  ბათუმელები   შინ "საბურთალოს" უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში