ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა - ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2022, 15:15 842 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა.

"ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37 პროცენტით და 3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ზრდა გვაქვს იმპორტშიც ასევე ზრდა გვაქვს იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მლრდ 200 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით არის დაახლოებით 35 პროცენტით მეტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ივლისში დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.

"ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა - 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული როგორც წინა წლის ივლისთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი თითქმის 37%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ ​ თითქმის 10 მილიარდი და 200 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში