აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ანსამბლ სუხიშვილების კონცერტი გაიმართა

16 აგვისტო 2022, 10:51 630 ნახვა

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ანსამბლ სუხიშვილების კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონცერტები 3 დღის განმავლობაში ანშლაგით მიმდინარეობდა. სუხიშვილებმა ტრადიციული და თანამედროვე რეპერტუარი წარადგინეს მაყურებლის წინაშე.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის ვიზიტორი სტუმრობს. აჭარის სტუმრები განებივრებული არიან სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით. ბათუმში,როგორც იუნესკოს მუსიკის ქალაქში უკვე გაიმართა შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი, ასევე ბათუმმა უმასპინძლა ჯაზ ფესტივალს. 

2022 წლის განმავლობაში ბათუმში არაერთი საერთაშორისო ფესტივალი და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში