ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეში უკვე რამდენიმე კვირაა იბომბება

16 აგვისტო 2022, 11:37 868 ნახვა

ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეში უკვე რამდენიმე კვირაა იბომბება. ბოლო 12 საათი კი რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მუშაობს. ამ დროისთვის ატომურ ელექტროსადგურზე 500-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ერთ-ერთი დაზიანებული სადგურიდან სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არსებობს.

გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის განცხადებით, გაერო მზადაა ხელი შეუწყოს ზაპოროჟიეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან.

ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა და რუს სამხედროებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

პარალელურად რუსეთი ირწმუნება, რომ ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოდ ფუნქციონირებს, მათივე ინფორმაციით  რუსეთის  თავდაცვის მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანსაც ესაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში