ანტონიო გუტერეში და რეჯეფ თაიფ ერდოღანი 18 აგვისტოს ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან

17 აგვისტო 2022, 11:20 744 ნახვა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 18 აგვისტოს ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გუტერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც გაერო-ს ეგიდით მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება.

ოდესის შემდეგ გაერო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს მოინახულებს.

თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში