სესხების ვადის შემცირება როგორც სამომხმარებლო სესხს, ასევე საკრედიტო ბარათებს და განვადებასაც შეეხება - ეროვნული ბანკი

17 აგვისტო 2022, 15:44 581 ნახვა

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სესხების ვადიანობის შემცირება შეეხება, როგორც სამომხმარებლო სესხს, ასევე საკრედიტო ბარათს, განვადებას და ოვერდრაფტს.

"გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა დამატებითი ინსტრუმენტები, კერძოდ ვადიანობა შეგვემცირებინა ოთხი წლიდან სამ წლამდე, რის შედეგადაც კრედიტორებს, ბანკებს უწევთ, რომ შედარებით ნაკლები მოცულობის სესხები გასცენ. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი იყო საკრედიტო აქტივობის შენელება, რადგან ეს აქტივობა გავლენას ახდენს ინფლაციაზე. ეს შეეხება ყველა ტიპის არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს. ეს არის, როგორც საერთო მიზნობრივი სამოხმარებლო სესხი, ასევე საკრედიტო ბარათი, განვადება, ოვერდრაფტი. როგორც წესი, ეს არის ხოლმე ძირითადი პროდუქტები, რაც კომერციულ ბანკებს ეხებათ და სხვა კრედიტორებს.", - აცხადებს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა. ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევიდა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ეროვნული ბანკი აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში