25 ოქტომბერს ჩანიშნულ პარლამენტის პირველ სხდომას ბათუმში გაფიცული სტუდენტები დედაქალაქში, პარლამენტთან გააპროტესტებენ. მათი განცხადებით, თბილისში მიმდინარე აქციებს უერთდებიან.
სტუდენტები, ახალგაზრდული მოძრაობა “გუშაგების” წევრები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ამ მოთხოვნით სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათი დღეა ათენებდნენ.