სახალხო დამცველის ქმედება მიმართულია, ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის საწინააღმდეგოდ - თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 11:39 1051 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს გამოეხმაურა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ეს მოქმედება მიმართულია ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის დაზიანებისკენ.

"მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ სახლებში მცხოვრები, 3 ათასამდე მეტი, ოჯახის მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთის წინ, სასწაული ამბავი მოვისმინეთ, ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა ავარიული პროგრამის ასამოქმედებლად, სახალხო დამცველმა და ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და "ნაცებთან" შეზრდილი ორგანიზაციის, "ნაცების" დამცველი სახალხო დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანა იერიში და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს.

მინდა განმარტება გავაკეთო, არავის მივცემთ უფლებას ამ მართლაც მნიშვნელოვანი პროგრამის დაზიანების დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობას," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენმა ბათუმში ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე'' პროექტით დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში