ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

18 აგვისტო 2022, 12:31 725 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა, მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, სექსუალურ ძალადობას ედავება. ახლა უკვე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნაკაიძეს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში