საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასის გათამაშება მარცხით დაიწყო

18 აგვისტო 2022, 10:09 511 ნახვა

საბერძნეთში მიმდინარე აკროპოლისის თასზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში თურქეთთან  88:101 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16, რასაც 14 მოხსნა დაუმატა, მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს მასპინძელი საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში