ძალოსანთა ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

18 აგვისტო 2022, 10:12 527 ნახვა

პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში 15 და 17 წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა 37 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.

ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ გერვასი თაბაგარი, ნიკოლოზ ესართია და ირაკლი ვეკუა, გოგონათა შორის კი საუკეთესო შედეგი მარიამ ვეკუამ დააფიქსირა. ვაჟთა ნაკრებმა საერთო ჯამში 31, გოგონებმა კი 6 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სულ 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში