კომერციული მოსყიდვისა და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტი

19 აგვისტო 2022, 10:10 472 ნახვა

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე პოლიციამ  ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა, რომლითაც შიდა ქართლის რეგიონში მდებარე 13 830 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეფასებულ იქნა 1 094 060 ლარად.მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში