უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე საქართველოში ჩამოასვენეს

19 აგვისტო 2022, 11:01 603 ნახვა

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს უკრაინიდან, რომელიც ხერსონის ოლქში შეტაკების დროს დაშავდა, მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

ბერდია ჯოხაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის 12 აგვისტოს დაიღუპა.

ქართველი მებრძოლი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქაშუეთის ეკლესიაში გადმოასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ბერდია ჯოხაძეს კვირას წავკისში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში