არქეოლოგიური აღმოჩენა პეტრას ციხეზე

19 აგვისტო 2022, 15:00 723 ნახვა

ახალი აღმოჩენები პეტრას ციხეზე.  ციხის  სამეურნეო ნაწილში გათხრებისას ბიზანტიური პერიოდის ნაგებობის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც ოსმალებს შემდგომში საძირკვლად აქვთ გამოყენებული. 

გათხრებისას აღმოჩენილია არტეფატებიც, კერძოდ მინის  ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელიც იმპორტირებულია, ასევე ჩიბუხები, საბრძოლო ტყვიები და ყავის ჭიქის ფრაგმენტები. არტეფაქტების ნაწილი ბიზანტიურ ხანას ეკუთვნის, ნაწილი კი ოსმალურს.

არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილი ხელმძღვანელობს,  სამნავიანი ბაზილიკის საკურთხევლის გარე ნაწილის კვლევასაც მოიცავს.

სამუშაოებს 35 000 ათასი ლარით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აფინანსებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში