სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

19 აგვისტო 2022, 14:20 658 ნახვა

ლუკა და ივიკო მახარობლიშვილების ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 16 და 20 წლის ძმების ცხედრები მაშველებმა უჯარმაში, მდინარე იორის არხში იპოვეს. ირკვევა, რომ უჯარმაში სტუმრად ჩასული ძმები გუშინ ტყეში სასეირნოდ წავიდნენ.

უბედური შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როცა 16 წლის უმცროს ძმას ფეხი დაუცურდა და 6 მეტრის სიმაღლის არხში გადავარდა, ძმამ კი  დახმარება  სცადა.  

ძმებთან ერთად იყო უფროსი მამიდაშვილიც, რომელმაც  სოფელში ამბავი პირველმა  ჩაიტანა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში