იენს სტოლტენბერგი ''ყირიმის პლატფორმის'' სამიტს დაესწრება

19 აგვისტო 2022, 13:37 617 ნახვა

„ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტს დაესწრება ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც  23 აგვისტოს გაიმართება. როგორც ცნობილია, „ყირიმის პლატფორმა“ არის უკრაინის მიერ 2021 წელს ინიცირებული კონსულტაციებისა და კომუნიკაციების ფორმატი, რომლის უმთავრესი მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციაა.

„ყირიმის პლატფორმის“ პირველი სამიტი გასული წლის 23 აგვისტოს კიევში გაიმართა და მასში მონაწილეობა 40-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 მეორე სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში