პუტინის ომის 178-ე დღე

20 აგვისტო 2022, 12:02 830 ნახვა

ტანკებით, არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაიბომბა  ნემალენკოეს, სულიგოვკასა და მაზანოვკას მახლობლად ტერიტორიები.  დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო  რუსეთმა.   ასეთია პუტინის ომის 178-ე დღე უკრაინაში. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 13 ადამიანი.   ვითარება უცვლელი დარჩა ვოლინის, პოლისის და სივერის მიმართულებით. მტერმა დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა სუმის ოლქის ბილოპილისა და კრასნოპილის რაიონებში - ინფორმაციას უკრაინის გენ შტაბი ავრცელებს.

მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, რაც განპირობებულია მათი როტაციის თარიღების მუდმივი გადადებითა და დაპირებული ანაზღაურების შეუსრულებლობით," - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში