ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა

20 აგვისტო 2022, 11:27 635 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილობრივ გახსნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებით ეხმაურება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში