რუსეთში ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილი ააფეთქეს - დარია დუგინა ადგილზე დაიღუპა

21 აგვისტო 2022, 10:15 432 ნახვა

ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა.ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტი მმართველის, დენის პუშლინის განცხადებით, ინციდენტში "უკრაინის რეჟიმის ტერორისტები" მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე გოგონას მამა იყო.

ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი  ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.

BBC-ი წერს, რომ ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირად ითვლება. მას „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში