დაჭრილი პატიმრის საქმე

21 აგვისტო 2022, 13:52 651 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დაჭრილი  გურამ სვანიძის დედა გამოძიებას არ ენდობა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ითხოვს გასაჯაროვდეს დეტალები თუ რითი მკურნალობენ დაჭრილს და რა მდგომარეობაში შეიყვანეს კლინიკაში.

სვანიძის ბიძის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მათ მომხდარის შესახებ არასრული ვიდეო მასალა აჩვენეს, რაც მომხდარის შესახებ ზუსტი აღქმის საშუალებას არ იძლევა.

დაჭრილი პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.გამოძიების ინფორმაციით, პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში