ალექსანდრ დუგინი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

21 აგვისტო 2022, 17:13 1121 ნახვა

უკრაიანის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამორიცხავს უკრაინის რამე სახის კავშირს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობასთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კი უკრაინულ კვალზე საუბრობს და ამბობს რომ ეს იყო კიევის მხრიდან სახელმწფო ტერორიზმი.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოჰყავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება, რომ მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული.

მარია დუგინა ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის შვილია და ის პუტინთან დაახლოვებული პირია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში