რუსებმა ოდესის ოლქზე იერიში ხუთი რაკეტით მიიტანეს

21 აგვისტო 2022, 17:34 659 ნახვა

რუსებმა ოდესის ოლქზე იერიში ხუთი რაკეტით მიიტანეს. პივდენის საჰაერო სარდლობის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ქვედანაყოფმა ზღვის თავზე ორი რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს.  ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერგი ბრაჩუკი „ტელეგრამზე” ავრცელებს. მისივე თქმით, რუსებმა რაკეტები შავი ზღვიდან გაისროლეს.

კიდევ სამი ფრთოსანი რაკეტა ოდესის ოლქის ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. თავდასხმა მარცვლეულის შესანახ ობიექტზე განხორციელდა. მსხვერპლი არ ყოფილა.

უკრაინა გამარჯვებისთვის უკვე  179-ე დღეა იბრძვის.ბოლო ინფორმაციით ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 45 200 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. ომის შედეგად მძიმეა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. უკრაინაში აცხადებენ, რომ ომის შედეგად, ეკონომიკის პირდაპირი ზარალი თითქმის  114  მილიარდი დოლარია.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში მოსახლეობა გააფრთხილა, თქვა რომ მომავალი კვირისთვის რუსებს შესაძლოა, „რაღაც განსაკუთრებულად ცუდი“ ჰქონდეთ მომზადებული უკრაინელებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში