ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს

21 აგვისტო 2022, 20:03 612 ნახვა

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს.

დავით სუხიშვილის თქმით, ხანძრის ჩასაქრობად  მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებს სამუშაოებს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ადგილობრივები ეჭვობენ რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში