მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემას ეწინააღმდეგება 

22 აგვისტო 2022, 11:15 698 ნახვა

ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს უჭერენ. ჩეხი კანონმდებლების თქმით, ასეთი ზომები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სიაში უნდა შევიდეს.

ჩეხეთმა რუსებისთვის ვიზების გაცემა 2023 წლის აპრილამდე შეაჩერა. გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით გაცემულ ვიზებს შეეხება.

პარალელურად შვედეთი არ ეთანხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის სრულად აკრძალვას.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს მხოლოდ ნაწილობრივი შეზღუდვების დაწესება შეუძლია, აღნიშნა, რომ ვიზების გაცემის სრულად შეჩერება რთული და არასწორი იქნებოდა, ასევე ამ პროცესმა შესაძლოა შეცდომები გამოიწვიოს.   

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში