პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა

22 აგვისტო 2022, 14:10 589 ნახვა

ტყის ხანძრების საფრთხის გამო პორტუგალიაში რამდენიმე დღიანი საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა, უახლოეს დღეებში ტემპერატურა 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. მოქალაქეებს ტექსტური შეტყობინენებით გაფრთხილება მიუვიდათ მოსალოდნელი ტემპერატურის და ამინდის ცვლილების შესახებ.

შეტყობინებებით ხელისუფლება სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი და არ გავიდნენ ტყეში.

მთავრობის ინფორმაციით, პორტუგალიაში ხანძრებმა უკვე 92 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა, მეზობელ ესპანეთში კი ხანძრებს რამდენიმე დღეა ებრძვიან, ვალენსიაში ცეცხლის ლოკალიზების პროცესში 35 თვითმფრინავია ჩართული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში