დასავლეთ საქართველოს ფაროსანა, ხოლო აღმოსავლეთს კალია უტევს

22 აგვისტო 2022, 17:28 772 ნახვა

დასავლეთ საქართველოს ფაროსანა უტევს, აღმოსავლეთს კი - კალია. როგორია გავრცელების მასშტაბები და ზარალი? სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კალიისებრთა მავნებლების არეალი გაფართოვდა, მიზეზად კი გლობალურ დათბობას ასახელებენ. ამ ეტაპზე მავნებლები ძირითადად გავრცელებულია კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთასა და თბილისის შემოგარენში. მავნებლის წინააღმდეგ წელს 93-000 ჰექტარია დამუშავებული. რაც შეეხება ფაროსანას, ეს მავნებელი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და აზიანებს თხილს, ვაშლს, სიმინდს, ატამსა და სხვა მცენარეებს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფაროსანის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 125-000 ჰექტარი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში