პოლონეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

23 აგვისტო 2022, 10:27 461 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

პოლონეთის პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ ანდჟეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე ომის ფონზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

პოლონეთის პრეზიდენტი „ყირიმის პლატფორმის“ დღეს დაგეგმილ მეორე სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში