შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, უკრაინიდან 33 სატვირთო გემი გავიდა

23 აგვისტო 2022, 14:29 839 ნახვა

უკრაინიდან შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ 33 სატვირთო გემი გავიდა, რომელზედაც დაახლოებით 719  ათას 549 ტონა სასურსათო პროდუქტი იყო განთავსებული  - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უკვე დატოვეს უკრაინა, კიდევ 18  იტვირთება ან ელოდება ნებართვას უკრაინის პორტებიდან გასასვლელად.  

შავი ზღვის სამი პორტის განბლოკვა და პროდუქტების ექსპორტის განახლება  22 ივლისს გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე  მოხდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში