უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე

23 აგვისტო 2022, 14:34 862 ნახვა
00:00
00:00

უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, უკრაინის სახელმწიფო დროშა სამუდამოდ დაბრუნდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ქვეყანა დროშის დღეს 23 აგვისტოს, 2004 წლიდან აღნიშნავს, თავად სახელმწიფო დროშა კი 1992 წელს დამტკიცდა. ცისფერი ცის, ყვითელი კი ხორბლის სიმბოლოა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში