ნიკა ღოღობერიძემ ტალინში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

23 აგვისტო 2022, 22:42 869 ნახვა

ესტონეთში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბათუმელმა ტაეკვანდოისტმა ნიკა ღოღობერიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალინში ღოღობერიძე 61 კგ.წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და პირველობა არავის დაუთმო.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრებიდან ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ასევე ჩემპიონი შოთა გოჩიაშვილი გახდა ანასტასია ირემაძემ ბრინჯაო, ხოლო საბა ბეგიაშვილმა და ანა ალაფოვამ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში