ომის 6 თვე უკრაინაში

24 აგვისტო 2022, 10:51 602 ნახვა

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს ომის მე-6 თვე გადაითვალეს. უკრაინული მხარე ვარაუდობდა, რომ ამ დღეს რუსული აგრესია განსაკუთრებით გაიზრდებოდა, ამიტომაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოსთან დაკავშირებით დედაქალაქში ყველა საჯარო ღონისძიება და ხალხმრავალი შეკრება აკრძალა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ყირიმისა და ხერსონისა, რომლებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დილიდან განგაშის სიგნალია ჩართულია.

გვიან ღამით კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა,  ბოლო მონაცემებით, რუსულ აგრესიას 374 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 723-ზე მეტი კი დაშავდა.

დაბომბვების შედეგად რუსეთმა უკრაინაში, 6 თვეში 2328 სასწავლო დაწესებულება დააზიანდა, მათგან 289 სრულად განადგურდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, აქტიური საომარი მდგომარეობის გამო, მონაცემები საბოლოო არ არის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში