ვითარება სტიქიის ზონაში

24 აგვისტო 2022, 15:00 767 ნახვა

რთული ვითარებაა  ბორჯომში.  ცეცხლის ჩაქრობას ამინდი ართულებს, სწორედ  ქარის გამო  ხანძრის არეალი გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე მუნიციპალიტეტში, ახალციხეშიც გაჩნდა ცეცხლის კერები.   

ადგილობრივები შიშობენ, რომ ხანძარი არ გავრცელდეს სახნავ-სათესებზე. 19 აგვისტოს შემდეგ მეხანძრე -მაშველები, მეტყევეები და ჯარისკაცები ცდილობენ ცეცხლის ლიკვიდაციას.     

რთული რელიეფის გამო  საჭირო გახდა  ავიაციის გამოყენებაც, რაშიც  გვეხმარება თურქეთიც, ორი სპეციალიზებული და ერთიც  სახანძრო თვითმფრინავებით. 

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ასეთი ჩართულობა იქნება გარდამტეხი.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში