თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დაეხმარება

24 აგვისტო 2022, 22:46 1710 ნახვა

თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნიდერლანდებთან მატჩის მესამე პერიოდში მძიმედ დაშავდა.
ექიმებს თავდაპირველად მხრის ამოვარდნა ეგონათ, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მოტეხილობაა და  შენგელიას ოპერაცია სჭირდება.

ევრობასკეტამდე ერთი კვირაა დარჩენილი, ტრამვის სიმძიმიდან გამომდინარე კი მისი რეაბილიტაცია ვერ მოესწრება და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში კაპიტნის გარეშე მოუწევს.

საქართველომ კი ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა.

ტრავმის მიღების მომენტში, შენგელიას 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში