ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი ითამაშებს - ლიგის კენჭისყრა დღეს გაიმართება

25 აგვისტო 2022, 09:58 914 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ყველა  32 გუნდი ცნობილია, რომელიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება.
წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შემადგენლობაში და დათა ხოჭოლავა "კოპენჰაგენის" მაისური ითამაშებს.

"ნაპოლი" მესამე, ხოლო "კოპენჰაგენი" მეოთხე კალათაში მოხვდა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს  25  აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ლიგის პირველი ტურის მატჩები 6-7 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ბოლო მეექვსე ტური 1-2 ნოემბერს შედგება.

ამ სეზონის ფინალი 10 ივნისს სტამბოლში  „ათათურქის" სტადიონზე უნდა ჩატარდეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში