ჭაბუკმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით გახსნეს

25 აგვისტო 2022, 10:17 554 ნახვა

ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ტატამზე სამი ქართველი სპორტსმენი გავიდა და მათგან ორმა - დავით ლომიტაშვილმა და საბა საბაშვილმა, რომლებიც 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საბა საბაშვილმა საუდის არაბეთის, იტალიის და ისრაელის წარმომადგენლებს მოუგო, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ შაჰინ ორუჟზადესთან დამარცხდა.

საბამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უზბეკ ანვარჟონ იბროჰიმოვთან დამატებით დროში იპონით მოიგო. ნახევარფინალური ბარიერი ვერც დავით ლომიტაშვილმა დაძლია, რომელმაც სერბ, მონღოლ და უზბეკ მეტოქეებთან მოგების შემდეგ, ფრანგ ზაკარია დიჟოლთან წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ისრაელის წარმომადგენელს როი რუბინშტეინს დამატებით დროში იპონით მოუგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში