ორი ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

26 აგვისტო 2022, 10:45 693 ნახვა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ძიუდოს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა საბა სამადაშვილმა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან უზბეკი ორაბოევი იპონით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

მანამდე მსოფლიო ჩემპიონი 60 კილოგრამში დავით ქარელი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში ფრანგ კელვინ რაის იპონით სძლია.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ორმა ქართველმა - დავით ლომიტაშვილმა და საბა საბაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში