აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები

26 აგვისტო 2022, 11:46 599 ნახვა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება გურიაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს პერიმეტრების დამუშავება. სოფელ შრომაში უკვე დამუშავებულია 540 ჰექტარი ტერიტორია.

უწყებაში ამბობენ, რომ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით ტარდება.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას დარეგისტრირდეს ვებგვერდზე ფაროსანა.ჯი, რათა 24 საათით ადრე მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში