სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

26 აგვისტო 2022, 13:39 2274 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, საქართველოს მოქალაქის შ.ა.-ს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, (სპეციალურად მოწყობილ სამალავებში) არადეკლარირებული 515.66 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 45 833.08 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში