ბორჯომის ხეობაში მძიმე ვითარებაა

26 აგვისტო 2022, 17:16 895 ნახვა

ბორჯომის ხეობაში უკვე ერთი კვირაა ხანძარს 24 საათის განმავლობაში ებრძვიან. მაშველები ახერხებენ კერების ლოკალიზებას, თუმცა ჩნდება ახალიც. ცეცხლის ქრობის პროცესს რთული რელიეფი, ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს. სინოპტიკოსები წვიმას უახლოეს დღეებში არ ვარაუდობენ, ისინი პირველ სექტემბრამდე ცხელი ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ, ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებს ძლიერი ქარის მოლოდინი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში