რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია - პოდოლიაკი

27 აგვისტო 2022, 11:55 539 ნახვა

რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გამოცემა The Hill-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას ხელახალი მობილიზაციისა და უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ძლიერი შეტევის განსახორციელებლად გამოიყენებს.

პოდოლიაკმა ასევე განმარტა, რომ მოლაპარაკებების არარსებობის შემთხვევაში, პუტინი, სავარაუდოდ, კონცენტრირებას მოახდენს გამოიყენოს სტრატეგია - ომის დაუძლურებაზე, რათა შეასუსტოს უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა, სანამ მისი ჯარები არ მოიპოვებენ უპირატესობას. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია ისეთი კრიზისების წარმოქმნა, როგორიცაა მიგრანტების დიდი რაოდენობის გაგზავნა ევროპის საზღვრებისკენ.

მოსკოვმა ასევე შეიძლება „იფიქროს ევროპაში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ტერორისტულ თავდასხმებზე, რათა მათ მიაღწიონ მოლაპარაკების პოზიციას ან საკუთარი გეგმების გატანას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში