რუსეთმა გაერო-ს ბირთვულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შეთანხმება დაბლოკა

27 აგვისტო 2022, 14:26 551 ნახვა

რუსეთმა გაერო-ში ერთობლივი დეკლარაციის მიღება დაბლოკა, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გამყარებას. მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა გააპროტესტა შეთანხმების პუნქტი უკრაინაში ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე კონტროლის შესახებ.

კერძოდ, საბოლოო ტექსტის პროექტის აბზაცში საუბარია „უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ ისეთი ბირთვული ობიექტების კონტროლის უზრუნველყოფის უდიდეს მნიშვნელობაზე, როგორიცაა ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური“.

რუსეთის დელეგაცია ერთადერთი იყო, ვინც შეთანხმებული ტექსტის წინააღმდეგ ისაუბრა. ერთობლივი განცხადების მიღების მიზნით ნიუ-იორკში გაეროში 151 ქვეყანას შორის ოთხკვირიანი დებატები და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება 1968 წელს გააფორმეს და 1970 წელს შევიდა ძალაში. მასში ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები განიარაღების პირობას დებენ, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვთ, პირობას დებენ, რომ არ შეიძენენ მათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში