''დინამო'' ბათუმმა ბოლოადგილოსან ''ლოკომოტივთან'' ვერ მოიგო

27 აგვისტო 2022, 21:08 1269 ნახვა

ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა ''დინამო'' ბათუმმა მოულოდნელად საგურამოში ''ლოკომოტივთან'' ფრედ 1-1 ითამაშა და ქულები დაკარგა.

მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა ბათუმელთა მხარეს იყო, თუმცა ანგარიში 52-ე წუთზე პენალტიდან ძებნიაურმა გახსნა და ''ლოკომოტივი'' წინ გავიდა.

ამის შემდეგ  ბათუმელთა შეტევები კიდევ უფრო გამძაფრდა,  მაგრამ მეტოქის დაცვის ხაზი და მეკარე ოთო გოშაძე მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

86-ე წუთზე კი მამუჩაშვილის ჩაწოდების შემდეგ ფანცულაიამ ანგარიში გაათანაბრა და ბოლოადგილოსანთან წაგებას გუნდი გადაარჩინა.

საბოლოო ჯამში ''ლოკომოტოვმა'' ანგარიში შეინარჩუნა და ფრედ 1-1 დაასრულა.

23 ტურის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი 54 ქულით ისევ პირველ ადგილზეა , მაგრამ თბილისის ''დინამოსთან'' სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა.

მომდევნო ტურში 1 სექტემბერს ბათუმელები შინ ''თელავს'' უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში