პუტინის ომი უკრაინაში

28 აგვისტო 2022, 12:00 697 ნახვა

პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ღამით ისევ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 379 ბავშვია დაღუპული, 733-ზე მეტი კი დაშავებული. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 329 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 290 სრულად განადგურდა. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა მფრინავებს ავიაციის დღე მიულოცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობის წარმოდგენა შეუძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში