უკრაინაში დაჭრილი 3 ქართველი მებრძოლის მდგომარეობა სტაბილურია

28 აგვისტო 2022, 12:05 835 ნახვა

უკრაინაში დაჭრილი სამი ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მკურნალობის კურსს გადიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 2 დღის წინ დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. გელა გოგიას სამშობლოში, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოასვენებენ.

ცნობილია, რომ ქართველი სამხედრო კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა, ხოლო ომში პირველივე დღიდან აქტიურად იბრძოდა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკვე 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში