დღეს "ნაპოლი" გასვლაზე "ფიორენტინას" დაუპირისპირდება

28 აგვისტო 2022, 13:08 1097 ნახვა

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს მესამე ტურში  ფლორენციაში "არტემიო ფრანკიზე" "ფიორენტინას" ესტუმრება.

2 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს ორივე გამარჯვება აქვთ, ხოლო ფლორენცინელებს ერთი მოგება და ერთი ფრე.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორ მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაიგროვდა. რითაც "ნაპოლის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონის ზედიზედ ორ შეხვედრაში მსგავსი სტატისტიკა დააფიქსირა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში