მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილის მდგომარეობაზე 

28 აგვისტო 2022, 17:01 808 ნახვა

უცხოელი ექსპერტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საქმეში უნდა ჩაერთონ, საქართველოში დღეს ჩამოვლენ.

საუბარია ერთ ამერიკელ ფსიქიატრსა და შვეიცარიელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტზე, რომელიც გაეროშია აკრედიტებული. ისინი მიხეილ სააკაშვილს ხვალ დილით მოინახულებენ. მანმადე კი ყოფილი პრეზიდენტი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა.

“თუ მისი განკურნება ქვეყნის შიგნით ვერ მოხერხდება, უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ - განაცხადა მეუფემ. მისი თქმით, სააკაშვილს 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში