აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: „რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებულ რადიოლოგიურ რისკს არ აღიარებს“

29 აგვისტო 2022, 11:09 638 ნახვა

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ სერიოზულ რადიოლოგიურ რისკს არ აღიარებს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.

დეპერტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონფერენციის საბოლოო დოკუმენტი დაბლოკა.

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ცეცხლის გახსნაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ, რაც ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობას ზრდის.

ცნობილი გახდა, რომ ატომური ელექტროსადგურისკენ დღეს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია გაემგზავრა, მათ სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს, საერთაშორისო მისიის ექსპერტები ადგილზე ამ კვირაში ჩავლენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში