ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, არის მსხვერპლი 

29 აგვისტო 2022, 10:57 946 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ბურსის პროვინციაში ტურისტული ავტობუსი კლდიდან გადავარდა, დაიღუპა 5 და დაშავდა 38 ადამიანი.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიზეზი ავტობუსის მუხრუჭის დაზიანება გახდა, რა დროსაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი ხევში გადავარდა.

ადგილზე დაიღუპა მძღოლი და ორი მგზავრი, კიდევ 2 მგზავრი კი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულები კლინიკაში გადიან მკურნალობას.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში